რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. სკოლის შენობა გამნაღმველების მისვლამდე დატოვეს სამართალდამცველებმა, სასწავლებლის ადმინისტრაცია კი შენობაში უკვე შევიდა.
რუსთავის მე-3 საჯარო სკოლიდან დღეს მოსწავლეთა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის საფუძველი სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ში შესული ანონიმური ზარი გახდა.
„საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331"-ე მუხულის თანახმად, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ან ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.