logo_geo
eng_logo
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა - ქართული ემიგრაცია და ქართული სახელმწიფო
- +

24 აპრილი. 2017. 15:26



 „ორი თვაა უკვე ქართველ ემიგრანეტებთან, დიდ ბრიტანეთში მიწევს ჩემი სამღვდელო-სამოძღვრო საქმიანობა. რთულია, იყო ემოგრაციაში და კიდევ უფრო სამწუხაროა, ხედავდე იმას, რომ ემიგრანტების შვილების უმეტესობას, ისინი ვინც საშუალოდ 20 წლის ქვემოთ არიან, უჭირთ ქართულად საუბარი, არ იციან ქართული წერა-კითხვა..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს.


„რა თქმა უნდა, ეს არის გარემოს ბრალიც, ადგილობრივი სკოლა და მათი სამეგობრო წრე შთანმთქმელი გარემოა, რომელიც ადვილად ახდენს ასიმილაციას- ეროვნულ გადაგვარებას. უნდა დაგვეხმაროს ქართული სახელმწიფო, რათა დიდ ქალაქებში მაინც გვქონდეს თუნდაც მცირე ზომის კერები, სადაც ქართული მეტყველებას, წერა-კითხვას, ლიტერატურას, ისტორიას ისწავლიან ბავშვები. გაოგნებული ვარ - დედა და მამა ქართველია, ხოლო მათი შვილები ვერ საუბრობენ ქართულად, ნუთუ ეს მხოლოდ სკოლის, თუ საბავშვო-ბაღის ბრალია? არამც და არამც... მშობლებმა, მიუხედავად მათი რთული, დამღლელი ყოველდღიური გრაფიკისა, ყოველდღე, თუნდათ ნახევარი საათით, უნდა მოიცალონ თავისი შვილებისთვის, მშობლიური დედა ენის და წერა-კითხვის სასწავლებლად, აყურებინონ უნიკალური ქართული კინოფონდიდად შედევრები (ინეტერნეტში არაა რთული მათი მოძიება), წაუკითხონ, ან წააკითხონ ქართული დიდებული საბვაშვო ლიტერატურა. განა რა გვაქვს უფრო ძვირფასი, ვიდრე ეროვნული, მრავალათასწლოვანი ქართული ენა და უნიკლაური ქართული ანბანი, ან უფრო სათუთი და სანუკვარი, ვიდრე ჩვენი შვილები?! ამდენად, გვამრთებს დიდი დაფიქრება! ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სხვა ეთნოსთა ემიგრანტულ თემებში ბევრად დაცულია მშობლიური ენის ცოდნა მათ ბავშვებში, ვიდრე ეს ქართველ ბავშვებშია. ესაა სამწუხარო რეალობა, ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, პირველ რიგში ქართული ემიგრაცია და ქართული სახელმწიფო. ვიცი, ეს მწარე სიმართლე ბევრს გულს დაგწყვეტთ, ჩემო ქართველო ემიგრანტებო მაგრამ, მე თუ არ გითხარით სიმართლე და არ გამოგაფხიზლეთ, აბა ვინ გამხილოთ და ვინ მიგითითოთ?!" - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner