logo_geo
eng_logo
დედამიწის დღესთან დაკავშირებით გორში გამწვანების აქცია გაიმართა
- +

22 აპრილი. 2017. 17:41



დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით  ქ. გორში გამწვანების აქცია გაიმართა.


აქციის ფარგლებში გორის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე  100 ძირი კიპარისის ნერგი დაირგო და   მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რაც დაიცავს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.


აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.  მოსწავლეებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ   ქვეყნის საერთო საქმეში წვლილის შეტანისათვის მადლობის სიგელები გადასცა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner