logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: მე რომ 2008 წელს ომში წინა ხაზზე ვიდექი, ეს ნაძირლები ბარგს ალაგებდნენ!
- +

24 აპრილი. 2017. 17:53


 


„შეიძლება ფიქრობს, რომ ცოტაღა დარჩა და ციხეს მალე დააღწევს თავს, მაგრამ ამის იმედი ნუ ექნება. მის წინააღმდეგ იმდენი საქმეა აღძრული, კიდევ დიდხანს მოუწევს გისოსებს მიღმა ყოფნა", - აცხადებს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე ვანო მერაბიშვილის შესახებ. მისი თქმით, ახლა, როცა ფოტოგრაფების საქმეს გრიფით საიდუმლო მოეხსნა, ყველა დამნაშავე წინა ხელისუფლებიდან, პასუხს აგებს სასამართლოს და კანონის წინაშე.

 

„არ დაგვვიწყებია და ვერც დავივიწყებთ, შინაგან საქმეთა მინისტრი თავის ხელქვეითებს გვამებს რომ უკვეთავდა, თითქოს რესტორანში აძლევდა მწვადების შეკვეთას. ეს ხელისუფლება ვალდებულია, სამართალი აღადგინოს, ვიდრე ხალხი შურისძიებაზე გადასულა. მთელი ცხოვრებაც რომ დამჭირდეს, არ მოვეშვები, ვიდრე სიმართლე ბოლომდე არ გაირკვევა.

 

მე რომ 2008 წელს ომში წინა ხაზზე ვიდექი და რეპორტაჟებს ვიღებდი,  ეს ნაძირლები ბარგს ალაგებდნენ და წითელი ხიდისკენ გარბოდნენ. ხელისუფლებამ რომც აპატიოს, მე არასოდეს ვაპატიებ ნაციონალებს ამას!", - აცხადებს გიორგი აბდალაძე.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner