logo_geo
eng_logo
„ჩვენი გადარჩენა იყო სასწაული, რომელიც ღმერთმა ჩვენი რწმენისთვის მოგვივლინა“
- +

24 აპრილი. 2017. 18:25


 

 

სირიის დასავლეთით, ხამის პროვინციის პატარა ქალაქი მუჰრადა, რომელსაც აქამდე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის ეგნატე IV-ის (1979-2012) სამშობლოდ თუ იცნობდნენ, გასულ თვეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა - ისლამური სახელმწიფოს" ალყაში მოქცეული მართლმადიდებლური ქალაქი მუჰრადა დანებებას არ აპირებდა. წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძრიდან დაცვის მოწოდებები გაისმოდა", - ამის შესახებ „კვირის პალიტრა" იუწყება. სტატიაში ჯიჰადისტების მიერ მუჰრადის დაპყრობის მცდელობაზეა საუბარი.


სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მუჰრადა (43 000 მცხოვრები, უმეტესობა მართლმადიდებელი) რამდენჯერმე გახდა ჯიჰადისტების სამიზნე. 2013 წელს მას 40 დღის განმავლობაში ბომბავდა ჯებჰათ ან ნუსრა" და მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ხალხმა ქალაქი არ დატოვა.

 

2017 წლის მარტში ნათქვამი მუჰრადელი დიასახლისის ფრაზა - მუჰრადას მიწა ოქროზე ძვირფასია და მას არავის დავანებებთ!" - საკმარისი გახდა, რომ ევროპასა და ამერიკაში ბევრ ქრისტიანს სირიაში წასვლისა და მუჰრადელების მხარდაჭერის სურვილი გასჩენოდა.

 

ორიოდე კვირის წინ მუჰრადას ისლამისტები სამი მხრიდან უტევდნენ. ისლამისტები წინასწარმეტყველებდნენ: აღდგომა არ დადგება მუჰრადაში!" - ისლამური სახელმწიფო" სოციალურ ქსელებში მხარდამჭერებს ქალაქის აღებისთვის ბონუსად ქრისტიანებზე ნადირობას სთავაზობდა.

 

ქალაქში თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეიქმნა - მუჰრადელი ქალები სამზარეულოებიდან გამოვიდნენ და მეუღლეები პოსტებზე შეცვალეს. ქალაქის გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ სირიის სამთავრობო ჯარები და ქურთების სამხედრო დაჯგუფებები. 1 აპრილს ქალაქი მუჰრადა გაათავისუფლეს. „სირიაში ბანდიტებს (ჯიჰადისტებს - ავტ.) ყველაზე მეტად წმინდა გიორგის ეშინიათ, რადგან კარგად იციან, რომ სადაც მისი სახელობის ტაძარი დგას, იქ ფეხს ვერასოდეს მოიკიდებენ. ასე იყო მუჰრადაშიც. ჩვენი გადარჩენა იყო სასწაული, რომელიც ღმერთმა ჩვენი რწმენისთვის მოგვივლინა", - უთხრა თვალცრემლიანმა მუჰრადელმა უხუცესმა სირიელ ჟურნალისტებს", - აღნიშნულია სტატიაში. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner