საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01% მიიღო, „ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,30%. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებშია ნათქვამი.
7 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება სადაც ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბოლოო შედეგები ასეთია: ფრანსუა ფიიონი - 20,01%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 19,58%, ბენუა ამონი - 6,36 %, ნიკოლა დიუპონ-ენიანი - 4,70%, ჟან ლასალი - 1,21 %, ფილიპ პუტუ - 1,09%, ფრანსუა ასელინო - 0,92 %, ნატალი არტო - 0,64 %, ჟაკ შემინადი - 0,18 %.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 78,69% შეადგინა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 80,42% იყო.