logo_geo
eng_logo
საფრანგეთის შსს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს
- +

24 აპრილი. 2017. 21:45


საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01% მიიღო, „ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,30%. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებშია ნათქვამი.


7 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება სადაც ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს დაუპირისპირდება.


რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბოლოო შედეგები ასეთია: ფრანსუა ფიიონი - 20,01%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 19,58%, ბენუა ამონი - 6,36 %, ნიკოლა დიუპონ-ენიანი - 4,70%, ჟან ლასალი - 1,21 %, ფილიპ პუტუ - 1,09%, ფრანსუა ასელინო - 0,92 %, ნატალი არტო - 0,64 %, ჟაკ შემინადი - 0,18 %.


აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 78,69% შეადგინა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 80,42% იყო.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner