logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება თავისი ნებით თმობს მისთვის ხელსაყრელ ნორმებს!
- +

24 აპრილი. 2017. 22:04


 

„ერთადერთი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს მანძილზე, როდესაც ხელისუფლება, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია თავისი ნებით თმობს მისთვის ხელსაყრელ ნორმებს. მაგალითად, საარჩევნო მიმართულებით ეს არის პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა, რომლის ტანდემი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობას ქმნის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „tvპირველის" ეთერში განაცხადა.

 

„წინა არჩევნებზე სადღაც 20%-მდე იყო გადაუნაწილებელი მანდატები, დაიკარგა ხმები. „ქართულმა ოცნებამ" მიიღო 49%, პროპორციული სისტემით რომ განაწილებულიყო „ოცნებას" დაემატებოდა 18% და მხოლოდ 12%-ს მიიღებდა ბონუსის სახით. ხედავთ, რომ განსხვავება ძალიან დიდია.

 

პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ მათთვის მიცემული ხმები იქცევა გამარჯვებული პარტიის მანდატებად. განსხვავება რაშია იცით? კონსტიტუციის არსი ორ ფუდამენტალიზმს ეფუძნება, ეს არის პლურალიზმი და სტაბილურობა. პლურალიზმს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები უზრუნველყოფს, სტაბილურობა კი 5%-იანი ბარიერი ქმნის და მას ქმნის გადაუნაწილებელ მანდატების გამარჯვებულ პარტიისთვის, რომ მან შეძლოს და ჩამოაყალიბოს მყარი უმრავლესობა და ამ უკანასკნელმა შექმნას აღმასრულებელი ხელისუფლება", - განაცხადა დავით მათიკაშვი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner