ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ადვოკატი ზაზა პაპიძე აღარ დაიცავს. მისივე თქმით, საქმეში ადვოკატი პაატა შავაძე ჩაერთო, რომელთან ერთადაც ის არ იმუშავებს.
„მთელი დღეა ოჯახთან ერთად ვარ და დაცვის ტაქტიკაზე ვმუშაობთ. კოლეგა ადვოკატთან პაატა შავაძესთან პრინციპული შეუთავსებლობა მაქვს. მერაბმა ეს იცოდა და ამის შესახებ არა ერთხელ გვილაპარაკია. შესაბამისად ჩამოვცილდი საქმეს," - განაცხადა ზაზა პაპიძემ.