1. იაპონელი მფრინავები ავიამზიდის ბორტზე ინსტრუქციას იღებენ პერლ-ჰარბორზე თავდასხმის წინ. 1941 წლის 7 დეკემბერი
2. აშშ-ის სამხედრო ხომალდი „შოუ“ დაბომბვის შედეგად აფეთქდა. პერლ-ჰარბორი, ჰავაი. 1941 წლის 7 დეკემბერი
3. იაპონიის საიმპერატორო ფლოტის ავიამზიდ „აკაგის“ ბორტზე თვითმფრინავები ასაფრენად და პერლ-ჰარბორის დასაბომბად ემზადებიან. 1941 წლის 7 დეკემბერი
4. იაპონურ ავიამზიდ „ძუიკაკუდან“ ბომბდამშენი „Nakajima „Kate“ B-5N“ პერლ-ჰარბორის დასაბომბად გაფრინდა. 1941 წლის 7 დეკემბერი
5. პირველი თავდასხმა ამერიკულ ხომალდებზე. ფოტო გადაღებულია იაპონური თვითმფრინავიდან. 1941 წლის 7 დეკემბერი
6. იაპონელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, როგორ იწვის ავიაბაზა „Hickam Field“. პერლ-ჰარბორი. 1941 წლის 7 დეკემბერი
7. ცეცხლმოკიდებული სახაზო ხომალდი „არიზონა“ იძირება პერლ-ჰარბორის ნავსადგურში. 1941 წლის 7 დეკემბერი
8. იაპონიის ავიაციის თავდასხმის შედეგად ცეცხლის ალში გახვეული ამერიკული ხომალდები პერლ-ჰარბორში. 1941 წლის 7 დეკემბერი
9. მეზღვაურები ბაზა „Ford Island Naval Air Station“-ზე უყურებენ ხომალდ „შოუს“ აფეთქებას. 1941 წლის 7 დეკემბერი
10. სამხედრო გემი „დასავლეთ ვირჯინია“ გაშლილი დროშით იძირება. 1941 წლის 7 დეკემბერი
11. პატარა კატარღაზე აჰყავთ „დასავლეთ ვირჯინიას“ ეკიპაჟის წევრი. 1941 წლის 7 დეკემბერი
12. ბაზა „Kaneohe“-ზე მეზღვაურები ცდილობენ გადაარჩინონ ცეცხლმოდებული ბომბდამშენი „კატალინა“.1941 წლის 7 დეკემბერი
13. სახაზო ხომალდები „დასავლეთ ვირჯინია“ და „ტენესი“ იწვიან პერლ-ჰარბორის ნავსადგურში. 1941 წლის 7 დეკემბერი
14. იაპონიის ავიაციის თავდასხმისას „მერილენდმა“ მცირე დაზიანება მიიღო, „ოკლაჰომა“ კი გადაბრუნდა. 1941 წლის 7 დეკემბერი
15. თეთრი სახლის რეპორტიორები ტელეფონებისკენ გაიქცნენ, როცა პრეზიდენტის მდივანმა პერლ-ჰარბორზე იაპონიის თავდასხმის შესახებ შეატყობინა. 1941 წლის 7 დეკემბერი
16. აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ხელს აწერს იაპონიისთვის ომის გამოცხადების აქტს. თეთრი სახლი, ვაშინგტონი. 1941 წლის 8 დეკემბერი
17. ამერიკელი მეზღვაური დამწვარი იაპონელი მფრინავის ნეშტთან, რომელიც თავის ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავთან ერთად ჩაიძირა. პერლ-ჰარბორი. 1941 წლის 7 დეკემბერი
18. პირველი იაპონური თვითმფრინავი, რომელიც პერლ-ჰარბორში ამერიკელებმა ჩამოაგდეს. 1941 წლის 7 დეკემბერი
19. იაპონური ზეპატარა წყალქვეშა ნავი, რომელიც პერლ-ჰარბორზე თავდასხმაში მონაწილეობდა, დგას ავიაბაზა „Bellows Field“ სანაპიროსთან
20. იაპონიის მიერ აშშ-სთან ომის დაწყების შემდეგ იაპონიის საკონსულოს ატაშე ანადგურებს დოკუმენტაციას. ნიუ-ორლეანი, აშშ. 1941 წლის 7 დეკემბერი
21. მეზღვაურები ჰავაიური ტრადიციით პატივს მიაგებენ 7 დეკემბერს ბაზა „Kaneohe“-ზე თავდასხმისას დაღუპულებს. დაკრძალვა შედგა 8 დეკემბერს
იხილეთ 1-6 ნაწილები
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=541
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1094
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1628
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2275
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2973