logo_geo
eng_logo
მეორე მსოფლიო ომის ქრონიკა, ნაწილი 7 - თავდასხმა პერლ-ჰარბორზე
- +

2 აპრილი. 2016. 16:47

1.      იაპონელი მფრინავები ავიამზიდის ბორტზე ინსტრუქციას იღებენ პერლ-ჰარბორზე თავდასხმის წინ. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

2.      აშშ-ის სამხედრო ხომალდი „შოუ“ დაბომბვის შედეგად აფეთქდა. პერლ-ჰარბორი, ჰავაი. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

3.      იაპონიის საიმპერატორო ფლოტის ავიამზიდ „აკაგის“ ბორტზე თვითმფრინავები ასაფრენად და პერლ-ჰარბორის დასაბომბად ემზადებიან. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

 

4.      იაპონურ ავიამზიდ „ძუიკაკუდან“ ბომბდამშენი „Nakajima Kate B-5N პერლ-ჰარბორის დასაბომბად გაფრინდა. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

5.      პირველი თავდასხმა ამერიკულ ხომალდებზე. ფოტო გადაღებულია იაპონური თვითმფრინავიდან. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

6.      იაპონელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოზე  ჩანს, როგორ იწვის ავიაბაზა „Hickam Field“. პერლ-ჰარბორი. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

7.      ცეცხლმოკიდებული სახაზო ხომალდი „არიზონა“ იძირება პერლ-ჰარბორის ნავსადგურში. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

8.      იაპონიის ავიაციის თავდასხმის შედეგად ცეცხლის ალში გახვეული ამერიკული ხომალდები პერლ-ჰარბორში. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

9.      მეზღვაურები ბაზა „Ford Island Naval Air Station“-ზე უყურებენ ხომალდ „შოუს“ აფეთქებას. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

10.  სამხედრო გემი „დასავლეთ ვირჯინია“ გაშლილი დროშით იძირება. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

11.  პატარა კატარღაზე აჰყავთ „დასავლეთ ვირჯინიას“ ეკიპაჟის წევრი. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

12.  ბაზა „Kaneohe“-ზე მეზღვაურები ცდილობენ გადაარჩინონ ცეცხლმოდებული ბომბდამშენი „კატალინა“.1941 წლის 7 დეკემბერი

13.  სახაზო ხომალდები „დასავლეთ ვირჯინია“ და „ტენესი“ იწვიან პერლ-ჰარბორის ნავსადგურში. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

 

14.  იაპონიის ავიაციის თავდასხმისას „მერილენდმა“ მცირე დაზიანება მიიღო, „ოკლაჰომა“ კი გადაბრუნდა. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

15.  თეთრი სახლის რეპორტიორები ტელეფონებისკენ გაიქცნენ, როცა პრეზიდენტის მდივანმა პერლ-ჰარბორზე იაპონიის თავდასხმის შესახებ შეატყობინა. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

16.  აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ხელს აწერს იაპონიისთვის ომის გამოცხადების აქტს. თეთრი სახლი, ვაშინგტონი. 1941 წლის 8 დეკემბერი

17.  ამერიკელი მეზღვაური დამწვარი იაპონელი მფრინავის ნეშტთან, რომელიც თავის ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავთან ერთად ჩაიძირა. პერლ-ჰარბორი. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

18.  პირველი იაპონური თვითმფრინავი, რომელიც პერლ-ჰარბორში ამერიკელებმა ჩამოაგდეს. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

19.  იაპონური ზეპატარა წყალქვეშა ნავი, რომელიც პერლ-ჰარბორზე თავდასხმაში მონაწილეობდა, დგას ავიაბაზა „Bellows Field“ სანაპიროსთან

 

20.  იაპონიის მიერ აშშ-სთან ომის დაწყების შემდეგ იაპონიის საკონსულოს ატაშე ანადგურებს დოკუმენტაციას. ნიუ-ორლეანი, აშშ. 1941 წლის 7 დეკემბერი

 

21.  მეზღვაურები ჰავაიური ტრადიციით პატივს მიაგებენ 7 დეკემბერს ბაზა „Kaneohe“-ზე თავდასხმისას დაღუპულებს. დაკრძალვა შედგა 8 დეკემბერს

 

 

 

 

 

იხილეთ 1-6 ნაწილები

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=541

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1094

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1628

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2275

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2973

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=3630

right_banner right_banner
არქივი
right_banner