logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ევროკავშირის არსებობა იმ ფორმით, როგორიც დღესაა - განწირულია!
- +

25 აპრილი. 2017. 00:18



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ლე პენის წარმატება (მეორე ტურში გასვლა უკვე წარმატებაა) ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობაზე მიუთითებს. ევროპა კომფორმიზმს მიეჩვია იმ ფონზე, როცა მისი უსაფრთხოების ხარჯებს დიდ წილად აშშ იხდის. ევროკავშირი კი დიდ ბიუროკრატიულ მახინას დაემსგავსა, რომლის მსგავსი მსოფლიოში მხოლოდ გაეროა. ევრკავშირის რეფორმირების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. ბრექსიტმა და ლე პენის წარმატებამ უნდა გამოიწვიოს რეფორმები - პირველ რიგში ეკონომიკაში. ევროკავშირის სოფლის მეურნეობა სრულად დოტაციურია და მას ევროკავშირის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიაქვს. თავისუფალი ბაზრის პრინციპები საოცრად შეზღუდულია და საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის პრინციპები მოქმედებს. იმიგრაციულმა ტალღებმა ადამიანის უფლებები და სხვა ფუნდამენტური პრინციპები დაავიწყეს ევროპას. მეზობლების დაპირებებით "კვება" მუშაობის სტილად იქცა. უსაფრთხოებაზე მხოლოდ კონფერენციებზე მსჯელობენ და რეალურად არ ხდება ტერორიზმის, კონფლიქტების, არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა. ევროკავშირის რეფორმები აუცილებელია! სხვა შემთხვევაში მისი არსებობა იმ ფორმით, როგორიც დღესაა, განწირულია!" - წერს გოგავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner