logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად რომ შერაცხეს, ლოგიკური იყო...
- +

25 აპრილი. 2017. 00:35


 

„ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად რომ შერაცხეს, ლოგიკური იყო. ლოგიკური იყო ქართული მენტალობიდან გამომდინარე" , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ნორმალურ საზოგადოებაში მას წმინდანად არ შერაცხავდნენ. იგი არის მაგალითი საზოგადოების თითოეული წევრისათვის, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მკვლევარი. იყვნენ ან არიან კი მისნაირნი ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომაც შერაცხეს და თავიც დაიმშვიდეს. ის ზეკაცი არისო, არ გაყიდა, არ დაკარგა, არ დაიკიდა, არ მიეყიდა, ჩვენ კი ჩვეულებრივი მოკვდავნი ვართო. აი მიზეზი და შედეგი. მეტიც, ის ივანე ჯავახიშვილის წინ დააყენეს. თვითონ რომ შეეძლოს, იტყოდა, რომ ივანე უფრო მეტია ჩემზეო, მაგრამ სამწუხაროდ, მას ეს არ შეუძლია, ხოლო ვინც უნდა თქვას, ვერ და არ იტყვის. თუ რატომ, უკვე მოგახსენეთ", - წერს ლევან თაქთაქიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner