ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორთან" სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
კითხვაზე, სერგეი ლავროვის ვიზიტის უკან უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ხომ არ იყო, ვიდრე საელჩოს გახსნაა, კოპალიანი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია აფხაზეთში იყოს პრობლემები, რომლის მოგვარებასაც რუსეთი დიპლომატიური გზით ცდილობს.
„გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლავროვი პირველად არ იყო სოხუმში, ეს მისი მესამე ვიზიტია, თუ არ ვცდები. ასეთი პოლიტიკური წონის მქონე პოლიტიკოსის ვიზიტი სოხუმში, დიდი პატივია, ალბათ, სეპარატისტული ხელისუფლებისათვის.
მე ცოტა სხვაგვარად ვფიქრობ, დიახ, შესაძლებელია იქ სერიოზული პრობლემები იყოს, რომლის მოგვარებასაც რუსეთი თავდაპირველად დიპლომატიური გზით ცდილობს. თორემ, ყველამ კარგად იცის, რომ რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთს ძალის დემონსტირება არ გაუჭირდება. რუსეთისგან მე არაფერი გამიკვირდება", - აცხადებს კოპალიანი.