logo_geo
eng_logo
ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინეს
- +

25 აპრილი. 2017. 01:13




ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისმა ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა განუცხადა.


ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს მანამდე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ. მისივე თქმით, ჩხვირკია ბრალს არ აღიარებს.

 

მასობრივი დარბევის ორგანიზებას ედავებიან და ბრალს არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა.


ბრალი უკვე წარედგინა ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესაც.


დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს, თუმცა ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატის განცხადებით, მისთვის ზუსტი დრო ჯერ უცნობია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner