ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 137 კილომეტრში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გეოლოგიური სამსახური ცუნამის საშიშროებას გამორიცხავს.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სახლები დატოვა და ქუჩაში გავიდა.
დედაქალაქის ზოგიერთ უბანი გაითიშა ელექტროენერგია და სატელეკომუნიკაციო ქსელები.
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა 5,0 და 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებიც.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.