logo_geo
eng_logo
ნიკა კაცია: მერსი სულხანიშვილი არ შეიძლება ჩანდეს ეკრანზე!
- +

2 აპრილი. 2016. 17:37


ჟურნალისტი ნიკა კაცია საკუთარ Facebook-გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მერსი სულხანიშვილის ტელეკრანებზე მუდმივად გამოჩენა დაუშვებელია. ასევე აღნიშნავს, რომ ტელევიზიები მერსი სულხანიშვილის „დაკრულზე ცეკვავენ"!



ვწერ იმიტომ, რომ არ შეიძლება მსგავსი ადამიანების წახალისება და მათი მიწვევა! არც ის შეიძლება, სტუდიის მიღმა რომ იცინით, მაგრამ მერე რეებს უწერთ სოციალური ქსელის კედელზე! თან, რამდენი ადამიანი ვიცი, რომელსაც მნიშვნელოვან თემაზე ღია ეთერში საუბარი ერიდება და როცა ამაზე ვფიქრობ, უფრო ვბრაზდები! უფრო მოკლედ, წელგამართული ვარ და ზუსტად ვიცი, დავწერე ის, რაშიც აბსოლუტურად მართალი ვარ! არა, გადაცემაში ორი პოლიტიკოსი და ერთიჟურნალისტი" მერსი, რატომ?! ხო, მერე, როგორც თვითონ თქვა „არაერთი პარლამენტის სესიაზე" ტრიბუნასთან დგომაც მოუნდება და ეს პოსტი გაიხსენეთ! ობიექტურობისთვის - მერსიც უნდა მუშაობდეს, მაგრამ მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, როგორც პუტინი, ისე სულხანიშვილი, არ შეიძლება ჩანდეს ეკრანზე! სასწაულია - იმისთვის, რომ გოგო მუდმივად ეთერში იყოს, ტელევიზიები მერსი სულხანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ! გული მწყდება!

 

P.S. მერსი სულხანიშვილი -  არის საზოგადოებაზე თავდასხმა! ეს არის მაყურებლის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი!" - წერს კაცია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner