logo_geo
eng_logo
ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის წინასაპროექტო სამუშაოები იწყება
- +

25 აპრილი. 2017. 13:30


საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჟინვალი-ლარსის  გზის განახლებისთვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, ხოლო ქვეშეთი კობის მონაკვეთისათვის დეტალური პროექტირების სამუშაოებს იწყებს.


საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და  ესპანური კომპანია „IDOM Consulting, Engineering, Architecture, SAU " წარმომადგენელმა იგნასიო ბალსა მარინმა  მოაწერეს.


ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.


საპროექტო სამუშაოების ვადა 14 თვეა და მისი ღირებულება 3 156 240  ევროსა და  4  201 392  ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.


ჟინვალი-ლარსის მიმართულებით 111 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო ქვეშეთი კობის  მიმართულებით 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.


აღნიშნული მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner