logo_geo
eng_logo
გამოკითხვის შედეგები: „ქართული ოცნება“ 31%, „პატრიოტთა ალიანსი“ 23% და „ნაციონალური მოძრაობა“ 20.1 %
- +

19 თებერვალი. 2016. 12:40


EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა, ანკეტირება საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში.


კითხვაზე - ხვალ რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? - გამოკითხულთა უმრავლესობამ 31 %-ით მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველს", 23 % მიიღო „საქართველოს პატრიოტთმა ალიანსმა", 20.1 %  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", 8.8 % „თავისუფალმა დემოკრატებმა", 8.5 % საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ,  ხოლო 6.2 % წილად ერგო „ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას". სხვა პოლიტიკური პარტიები გამოკითხულთა   2.4%-მა დაასახელა.


EPN- Research-მა გამოკითხა მხოლოდ ის რესპონდენტები, რომელთაც არჩევანი გაკეთებული აქვთ და რესპონდენტების მონაცემებით, პოლიტიკურ არჩევანს არ შეიცვლიან.


შესაბამისადნ კვლევაში, რესპონდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ.


EPN- Research ატარებს საზოგადოებრივ კვლევებს, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.


გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის. 


EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.



წყარო: epn.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner