ჟურნალისტი ნიკა კაცია საკუთარ facebook-გვერდზე სტატუსში მერსი სულხანიშვილზე საუბრობს. მისი თქმით, მერსი სულხანიშვილი ზრდილობას არ ექვემდებარება, უმართავია, ზნეობასთანაც არ უმეგობრია და ვერასდროს გახდება მერილ სტრიპი.
„ბოდიში, გამოდის, რომ პოსტს მერსის ვუძღვნი, ასე გაიგებს თავად, მაგრამ უნდა დავწერო! მერსი არის საზოგადოებაზე თავდასხმა და მაყურებლის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი! „ჟურნალისტი", სახელდობრ მერსი სულხანიშვილი ამბობს: - „მე, თქვენი, არაერთი პარლამენტის სესიაზე" - „საარჩევნოდ პოლიტიკური წელი მოდის" დანარჩენს აღარ ჩამოვწერ, რამდენიმე წუთი დავუთმე და საკმარისია! დიახ! ეს გოგო არკვევს, ვის აქვს წაკითხული ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი". შეგახსენებთ, ეს ის გოგოა, ჯერ მოდის სახლების სახელით რომ გვიკითხავდა მორალს და როცა მიხვდა, საკუთარი გადაცემით, მეტყველებითა და ესთეტიკით გზას ვერ გაიკაფავდა, ყველაფერი იკადრა, უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი „დაპირისპირებების" ჩათვლით. მეტს იკადრებს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ წაახალისეთ! იმიტომ, რომ პროვოკაციულია განზრახვა, როცა ამ გოგოს ეთერში იწვევთ! რატომ? იმიტომ, რომ იცით, ზრდილობას არ ექვემდებარება, უმართავია, ზნეობასთანაც არ უმეგობრია და ვერასდროს გახდება მერილ სტრიპი, მაგრამ მის მიერ ეთერში ნათქვამ სისულელეებს youtube-ზე ატვირთულ ვიდეოს დააწერთ, სოციალურ ქსელში დაწერთ და ბოლოს „დაწერთ რეიტინგს", რომელიც საპნის ბუშტივით გასკდება.
ისე, ტელევიზიამ იმ მაყურებელზეც უნდა იზრუნოს, რომელიც მსგავსი, უსიმპათიო, უსიამოვნო შესახედი ადამიანების გამო სხვა არხზე გადართავს... ისე, მან, ერთ-ერთ სამსახურში, სადაც კარგად მიცნობენ, დარეკა და დაუყოვნებლივ ჩემი გაგდება მოითხოვა იმიტომ, რომ გავაკრიტიკე - დავწერე „მერსი სულხანიშვილის გაკეთებული შოუ ". როგორც თავად აღნიშნა, ჩემი პოსტის შესახებ ერთ-ერთი შოუს სახემ უთხრა. დიახ, მეტი საქმე არ ჰქონდა და „ცეცხლზე ნავთი დაუსხა". მისი პიროვნული თვისებების შესახებ არაფერი ვიცი. თუმცა, ფაქტია, რაც დღემდე იკადრა, არ მაძლევს შანსს, ვიფიქრო, რომ ყველაფერს მხოლოდ რეიტინგისთვის აკეთებს", - წერს კაცია.
- წერს კაცია.