logo_geo
eng_logo
იოჰანეს ჰანი: თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არამდგრადია
- +

25 აპრილი. 2017. 15:00



სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები არამდგრადია.           


ჩვენ უნდა ვთქვათ, მოდით გავწმინდოთ მაგიდა ყველაფერ იმისგან, რაც გვქონდა და შევხედოთ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი თანამშრომლობა.


ვერ დავიჯერებ, რომ ერდოღანის მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა ვინმესთან ძალაუფლებას გაიზიარებს. ეს კი ევროკავშირის ფუნდამენტური კონცეფციაა. ამ მხრივ, უნდა შევხედოთ, თუ რა საკითხი იქნება ყველაზე შესაფერისი თანამშრომლობისთვის.


თუ ისინი ჯერ კიდევ დაინტერესებულნი არიან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებით, რას აკეთებენ საიმისოდ, რომ ჩვენ ის შთაბეჭდილება გაგვიქრეს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეგვექმნა?" - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner