დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 24 აპრილს ქალაქ ოზურგეთში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა და ოზურგეთში ქალაქის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
„დასუფთავების აქციის მოწყობა დაგეგმილი გვქონდა 22 აპრილს, დედამიწის დღეს, მაგრამ უამინდობის გამო აქციაში ჩართვა ვერ მოვახერხეთ. მოხარული ვარ, რომ წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში და მსგავს აქციაში მომავალშიც სიამოვნებით ჩავერთვებით", - განაცხადა გია სალუქვაძემ.
დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში იმართება.
დედამიწის დღე მთელ მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება. ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა.