logo_geo
eng_logo
თემურ თორდინავა: სასკოლო მზაობის პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებს, მოემზადონ სკოლაში მისასვლელად!
- +

25 აპრილი. 2017. 15:44


გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ ასევე სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვას აღსაზრდელებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლით, რათა ბუნების, გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა ვასწავლოთ", - განაცხადა თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

 

ბაღებში კვების კომპონენტის მხრივ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, შედეგად გვაქვს წინსვლა ამ მიმართულებით. ბაღების კვებითი მომსახურება ხდება ISO სტანდარტის მქონე ორგანიზაციის მიერ და აღნიშნული კონტროლდება როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, ასევე სააგენტოს მონიტორინგისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. რაც შეეხება სააღმზრდელო-მეთოდოლოგიურ მიმართულებას, განვავითარეთ ფსიქოლოგის, ლოგოპედის და სპეცპედაგოგის ინსტიტუტი. უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც 2017 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადაამზადებს 400-ზე მეტ ფსიქოლოგს, ლოგოპედს და სპეცპედაგოგს და ეს შესაბამისად უფრო მაღალ ხარისხზე აიყვანს თბილისის საჯარო ბაღების მომსახურებას. ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სპეცპედაგოგების გადამზადება არ მოიცავს მხოლოდ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ეს ამავდროულად გულისხმობს სტანდარტის ერთიანი პროგრამის შემუშავებას. როგორც კვება გვაქვს ერთნაირი, ყველა ბაღში ერთ სტანდარტზე დაფუძნებული, ასევე გვინდა სააღმზრდელო მიმართულებაშიც ასევე ერთიანი სტანდარტი გვქონდეს. წელს ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეცპედაგოგების ასპექტზე გავაკეთეთ აქცენტი, მომავალ წელს კი გვინდა, აღმზრდელების გადამზადება მოვახერხოთ. ეს საკითხი იქნება პრიორიტეტული და შესაბამისად ჩვენ ამას 2018 წლის ბიუჯეტშიც გავითვალისწინებთ. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო სტანდარტის მეშვეობით შევიტანეთ, არის სასკოლო მზაობის პროგრამა, რაც ხელს უწყობს ბავშვებს, მოემზადონ სკოლაში მისასვლელად. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ ასევე სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვას აღსაზრდელებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლით, რათა ბუნების, გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა ვასწავლოთ. მინდა გითხრათ, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა დანერგილია ყველა საბავშო ბაღში. ამ მიმართულებით თუ გვექნება გარკვეული რეკომენდაციები, რასაკვირველია გავითვალისწინებთ და ცვლილებების არსებობის შემთხვევაში ამას პრაქტიკაშიც ავსახავთ. შესაბამისად, ახალ სააღმზრდელო წელს, 2017 წლის სექტემბრიდან რეკომენდაციების გათვალისწინებით დავიწყებთ", - განმარტა თემურ თორდინავამ.


 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner