logo_geo
eng_logo
გააგრძელე ფოლკლორი - ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით სლოგანის შესარჩევი კონკურსი დასრულდა
- +

25 აპრილი. 2017. 17:10


ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით სლოგანის შესარჩევი კონკურსი დასრულდა. კონკურსი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.


გამარჯვებული სლოგანია - ,,გააგრძელე ფოლკლორი", რომელიც სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.


კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული სლოგანის ავტორს, თინათინ ზექალაშვილს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ჯილდო - 300 ლარი და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ორი მოსაწვევი გადასცა.


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ფინალური კონცერტი 2 სექტემბერს, დაბა შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გაიმართება.


ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner