logo_geo
eng_logo
პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონო დარღვევა 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება
- +

1 აპრილი. 2016. 17:43



დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფის დროს სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.




ცვლილებების ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, დანაშაული მძიმე კატეგორიაში გავა და სასჯელის ვადა 10 წლამდე გაიზრდება.




„კანონი გაამკაცრებს პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონო დარღვევას. ეს იქნება სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად დამატებული და არ ექნება მას სხვა მაკვალიფიცირებელი ნიშნალი გარდა ამ ფაქტის დადგომისა. სასჯელი არის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სხვა სანქციები დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. მთლიანობაში დანაშაული გავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. გავიარეთ კონსულტაციები არასამთავრობოებთან და სამართალდამცავებთან, ასე რომ პრინციპების დონეზე შეთანხმება შედგა",-განაცხადა ეკა ბესელიამ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner