logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი
- +

25 აპრილი. 2017. 20:29

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება.

 

„ტურიზმის მიმართულების მხარდასაჭერად, დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება.

 

ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს და ხელი შეეწყოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას” ,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner