logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საგადასახადო ადმინისტრირების ახალი ფორმატი საშუალებას იძლევა, გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები
- +

25 აპრილი. 2017. 20:29



„ახალი საკანონმდებლო პაკეტით, უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების 1-წლიანი გადანაწილების შესაძლებლობა  5 000-დან  50 000 ლარამდე იზრდება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას განაცხადა.


„საგადასახადო ადმინისტრირების ახალი ფორმატი საშუალებას იძლევა, გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები, შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა და გააჯანსაღოს ბიზნესი.

მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას: 2010-2012 წლებში სულ 150-მდე კომპანიას გაუფორმდა საგადასახადო   გრაფიკი  და შეთანხმება,  მაშინ როდესაც 2013-2016 წლებში, გადასახადო შეთანხმება გაუფორმდა 4900-ზე მეტ კომპანიას.  თუ პირველ შემთხვევაში თანხა მხოლოდ 10 მილიონს აღწევდა, მეორე შემთხევაში მისი მოცულობა უკვე 209 მილიონია", - განაცხადა  პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ კომპანიებს მიეცეს შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ბიზნესი  შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და გადაიხადონ გადასახადები.


 „5 000 ლარამდე ზღვარის შემთხვევაში, აღნიშნული შესაძლებლობით, პრაქტიკულად, 3000-მდე  წვრილმა მეწარმემ ისარგებლა. შესაბამისად, ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, უკეთესად შეასრულოს ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა,  წარმოდგენილი ცვლილებებით, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკის შედგენით.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner