logo_geo
eng_logo
ისრაელ ახმედოვის და ინდიგან ზეინალოვის თაღლითური სქემა გაშიფრულია!
- +

25 აპრილი. 2017. 22:58


ისრაელ ახმედოვის თაღლითური საქმიანობის შესახებ ქართული მედიასაშუალებებით არაერთხელ გაჟღერებულა. ფაქტობრივად, რასაც საინფორმაციო სააგენტოები ვარაუდობდნენ, მართალი აღმოჩნდა. ისრაელ ახმედოვი ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ბიზნესმენის მანტიას ამოფარებული საქართველოში ჩამოვიდა, „გაყიდა" ქართველები და „მოტყდა"! ზოგისგან ნაღდი ფული გაიტაცა, ვითომ ტენდერებისთვის... ზოგიერთი სასტუმროში აცხოვრა და თანხები არ გადაიხადა, რის შემდეგაც სასტუმრო, „ნიცას" მეპატრონე სიკვდილის პირას მიიყვანა... ერთი წელი „tv8" -ის ოფისში „იბაირამა" და უამრავი ვალი დატოვა... კახეთში ჭაბურღილებზე ხალხი ამუშავა და ხელფასი არ მისცა!


ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფი ანაზღაურების გარეშე კლიპებზე, რეკლამებზე ამუშავა და ისინიც „გადაყარა". მოკლედ, ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ აზრიც აღარ აქვს ამაზე საუბარს. ამ აფიორაში ჩართული იყო აზერბაიჯანული კომპანია „პერმოლიტი", რომლის საიმიჯო ფილმები და კლიპებიც მზადდებოდა. შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფილმებს და კლიპებს ამზადებდა, ამუშავეს და ჰონორარის გარეშე დატოვეს! ისრაელ ახმედოვი საქართველოში კომპანია „მურად  მი" - ის სახელით მოქმედებდა და აზერბაიჯანის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევის სახელით ძალიან ბევრ რამეს აფუჭებდა.


ქართულმა მხარემ ახმედოვის თაღლითური საქმიანობის შესახებ მეჰრიბან ალიევის  დაცვის სამსახურში ოფიციალური წერილი უკვე გააგზავნა. აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში, დურსუნ გასანოვს მოტყუებული ქართველები უკვე შეხვდნენ. ისრაელ ახმედოვის საქმიანობის გასარკვევად პროცესში აზერბაიჯანის ელჩი სერიოზულად არის ჩართული. უახლოეს მომავალში სისხლის სამართლის საქმეც აღიძვრება. აღნიშნულ თაღლითურ სქემაში რამოდენიმე პიროვნება მოიაზრება: ისრაელ ახმედოვი, „ვითომ შეიხი",  გენერალი ინდიგან ზეინალოვი, კომპანიები - Permoliti"-ი,  „Master tools"-ი, „MURAD - Mi- HOLDIWQ"-ი, „ომპროტექს ჯგუფი" და ა. შ.


ასევე აღსანიშნავია, რომ ისრაელ ახმედოვი თავდაპირველად საქართველოს საპატრიარქოს თემითაც დაინტერესდა.  არსებობს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ჩვენს რელიგიასაც ეხებოდა. საპატრიარქო არ დათანხმდა ისრაელ ახმედოვის თაღლითურ შეთავაზებას, რომელიც გულისხმობდა ბობოყვათის რეზიდენციის 20 მილიონად ყიდვას. ეჭვია , თითქოს ისრაელ ახმედოვის ბურუსით მოცული საქმიანობა ტერორისტულ მიზნებსაც უკავშირდება.


მთელ ამ თაღლითურ ისტორიაში ყველაზე საყურადღებოა ერთი ზეწარმოხვეული ვითომ შეიხი - შავან აბდი ჰასდი სოფანი. აღნიშნული პიროვნება ყველაზე მეტადაა ბურუსით მოცული. როგორც ჩანს, მისი თაღლითური სქემა საერთაშორისო არენაზე ვრცელდება.  ეს ჯგუფი პირველად საქართველოში სტეფანე ასათიანმა და დემურ გიორხელიძემ შემოიყვანეს. ისრაელ ახმედოვი არჩილ დოლიძესთან ერთად აჭარაში მოქმედებდა, „შავი მარგალიტის" ხუთ მილიარდიან პროექტზე... შეხვედრები  გუბერნატორებთან, გამგებლებთან, ეკონომიკის სამინისტროში და არაფრისმთქმელი ვიზიტები... თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისრაელ ახმედოვის თაღლითური სქემა მალე გაშიფრა. ახმედოვი დედაქალაქის მერისგან, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიოტორიაზე 26 ჰექტარ მიწას ითხოვდა, ზოოპარკის ასაშენებლად.


თაღლითმა ახმედოვმა ბიზნესმენ ქალბატონს მოტყუებით სახლიდან რამოდენიმე ათასი აშშ დოლარი მიატანინა, რის შემდეგაც „გადააგდო". ჩვენი ინფორმაციით, ისრაელ ახმედოვი საიდუმლო სამხედრო ტექნოლოგიებშიც იყო ჩართული. თუმცა, სავარაუდოდ ამ ინფორმაციაზე ხელი შესაბამის ორგანოებს უფრო "მიუწვდებათ"...


პროცესი დაწყებულია! ისრაელ ახმედოვის დაჯგუფების საქმიანობას სწავლობენ აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში, მეჰრიბან ალიევის დაცვის სამსახური, საქართველოს შესაბამისი უწყებები და ანტიტერორისტული სამსახური. აღნიშნული პროცესით აზერბაიჯანული მხარეცაა დაინტერესებული. 

 

ისრაელ ახმედოვს აზებაიჯანის სახალხო არტისტმა თარანა მურადოვამ თხოვნითაც დაურეკა, მაგრამ  ახმედოვმა, რა თქმა უნდა, არც მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. მეტიც -ქალბატონი  მურადოვა მოატყუა და  თაღლითური საქმიანობა წარმატებით გააგრძელა!

 

ბაქოში, ისრაელ ახმედოვს ქართველების მოტყუების გამო აზერბაიჯანის მოქალაქეებიც დაუპირისპირდნენ...


იმედია, თაღლითი ისრაელ ახმედოვის საქმიანობა მიზეზი არ გახდება, ჩვენი ერების დაპირისპირებისა და ეს პროცესი საერთაშორისო სკანდალად არ გადაიქცევა... დანარჩენს, იმედია, შესაბამისი სტრუქტურები გაარკვევენ... 

 

კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, ხოლო თაღლით ახმედოვს ქართული ციხე დაამშვენებს თუ საკუთარ ქვეყანაში მიავლენენ "ვირის აბანოში" შესაბამისი უწყებები, ამას დრო გვიჩვენებს! 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner