logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტით ენერგოეფექტურობა წახალისდება
- +

26 აპრილი. 2017. 00:09


„ენერგოეფექტურობის წახალისება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას.


კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მცხოვრებლებს შეეძლებათ, დაამონტაჟონ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოონ ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში ჩაერთონ ელექტროსისტემაში. ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიით მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

 

„აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ ოჯახს უნდა, რომ ჰქონდეს მცირე მიკრო ელექტროსადგურის ან მზის პანელების ელექტროსადგური, ჩვენ რა თქმა უნდა მათ წავახალისებთ" ,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


მისი თქმით,  „ცვლილება საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გაააქტიურებს და სტიმულს მისცემს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენებას".


მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური არის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომლის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატს არ აღემატება. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner