logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე
- +

26 აპრილი. 2017. 00:18


პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე.

 

„ამ საკითხზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით.  მნიშვნელოვანია, როგორც ლუდის, ისე სპირტიანი სასმელების დაბეგვრა. აღნიშნული ნაბიჯით, ამ შემოთავაზებით ჩვენ, პრაქტიკულად, ვუახლოვდებით ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამისად, ჩვენ წარმოებას ვაძლევთ შესაძლებლობას, რათა განვითარდეს" ,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, სპირტიანი სასმელების აქციზით დაბეგვრა განხორციელდება მასში ალკოჰოლის შემცველობიდან გამომდინარე - ლუდის შემთხვევაში, ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო ეთილის სპირტის შემცველ საქონელზე - სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner