„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ის რასაც „რუსთავი 2" ეხლა აკეთებს ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს ერთიანი სხეულიდან მოწყვეტის მცდელობა. ისმის მოწოდებები აჭარელი ხალხის, აჭარლების ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრის შესახებ. ეს არის სახიფათო თამაში იმ რეგიონის მიმართ, რომელსაც ესაზღვრება დიდი თურქეთი. „რუსთავი 2" -მა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, რადგან ტელევიზიის მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული-მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ" , - წერს მჟავანაძე.