logo_geo
eng_logo
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ქბრბ საფრთხეების შესახებ ტრენინგი დაიწყო
- +

26 აპრილი. 2017. 10:20



შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული   საფრთხეების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საკითხებზე ტრენინგი დაიწყო. სწავლების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროსა (FBI) და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.



ტრენინგს  ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორები წარუძღვებიან.


შსს-ს თანამშრომლები ქიმიური, ბიოლოგიური და  რადიაციული საფრთხის შემცველი ნივთიერებების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების, პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობების გამოყენებისა და დეკონტამინაციის საკითხებზე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner