logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ევროკავშირი ძლიერი რომ გახდეს, საჭიროა ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია
- +

26 აპრილი. 2017. 11:05



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ აი ერდოღანმა სააგენტო „როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი გადახედავს საკუთარ პოზიციას ევროკავშირში შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრიუსელი აჭიანურებს მოლაპარაკებებს აღნიშნულ საკითხზე, ხოლო ევროპის ზოგიერთი ქვეყანა თურქეთისადმი მტრულად არის განწყობილი.


თუ ისინი გულწრფელად არ მოქმედებენ, ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. რატომ უნდა მივისწრაფოდეთ ამისკენ? უკვე 54 წელია, რაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განაცხადა ერდოღანმა.


მისივე თქმით, თურქეთის ევროკავშირში წევრობის საკითხი შესაძლოა რეფერენდუმზე იქნას გატანილი.


დიდ ბრიტანეთმა თავის ხალხს ჰკითხა და მათ მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას. ახლა ისინი მშვიდად მიდიან ახალი მომავლისკენ. ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს თურქეთში.

ერთი ან ორი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის სიცოცხლისუნარიანობას. რათა ევროკავშირი ძლიერი გახდეს, საჭიროა ისეთი ქვეყანა, როგორიც არის თურქეთი: სხვა ქვეყანა, რომელიც სხვა სარწმუნოებას წარმოადგენს. თუმცა, არ ჩანს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეს ესმით. მათთვის რთულად წარმოსადგენია ისეთი მუსლიმური ქვეყნის მიღება, როგორიც არის თურქეთი", - განაცხადა რეჯეფ აი ერდოღანმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner