logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: სასამართლო პროცესებზე ბევრი რამ გახდება ცნობილი
- +

26 აპრილი. 2017. 11:32



გახმაურებულ „ფოტოგრაფების საქმეს" გრიფი „საიდუმლო" აღარ ადევს. წინა ხელისუფლების მიერ ჯაშუშად შერაცხილი რეპორტიორი გიორგი აბდალაძე „ასავალ-დასავალთან" სწორედ ამ საქმის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისაც წვლილი მიუძღვის საქმეში, პასუხი სასამართლოში მოეკითხება.


„სასამართლო პროცესებზე ბევრი რამ  გახდება ცნობილი. ამოტივტივდება ის სტენოგრამაც, რომელიც სააკაშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა წარმომადგენელს შორის გაიმართა და დღემდე არ ვიცით, რატომ დევს ჩვენს საქმეში. არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ „ქილერას" ბრძანების საფუძველზე ახდენდნენ ჩვენზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას.

 

დავით დევნოზაშვილი, რომელიც შვილზე ფიზიკური ანგარიშსწორებით მემუქრებოდა, დღემდე უარყოფს ფაქტს და ამბობს, რომ შეხება არ ჰქონდა გლდანის მერვე საპყრობილესთან, თუმცა, გამოჩნდა მოწმე, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, რომელიც ადასტურებს, რომ დევნოზაშვილი ღამის საათებში ხშირად მოდიოდა საპყრობილეში და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა ჩვენზე. ყველას მოეკითხება პასუხი, ახლა მთავარია, დამკვეთამდე მიგვიყვანოს გრიფ „საიდუმლოს" ახსნამ", - აცხადებს გიორგი აბდალაძე.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner