105 000 ლარიანი „მერსედესი" სახალხო დამცველისთვის
„გურია ნიუსი" სახალხო დამცველის ახალი ავტომობილის შესახებ წერს:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ძველ, 2009 წელს გამოშვებულ 7 ათას ლარად შეფასებულ ჰუნდაის ახალი, 105 ათას ლარად ღირებული მერსედესის მარკის ავტომობილით ანაცვლებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ომბუდსმენის ოფისმა 2016 წლის 23 მარტს ტენდერის გარეშე, გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გააფორმა შპს ავტო თრეიდ ინთან, რომლის მიხედვითაც ის აღნიშნული კომპანიისგან ყიდულობს ახალ, 2016 წელს გამოშვებულ, შავი ფერის ავტომობილს Mერცედეს-ბენზ GLA 250 4მატიც.
შპს "ავტო თრეიდ ინ"-მა სახალხო დამცველის ოფისს ახალი ავტომობილი 2016 წლის 15 აპრილამდე უნდა მიაწოდოს, სანაცვლოდ კი კომპანია 7 ათას ლარად შეფასებულ Hყუნდაი თუცსონ-ს მიიღებს. გარდა ამისა, ფასთა სხვაობა - 98 500 ლარი ომბუდსმენის ოფისმა კომპანიას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღეში უნდა გადაურიცხოს. დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.
ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე აწერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა იგივე კომპანიისგან მიმდინარე წლის 10 თებერვალს ასევე იყიდა ახალი, 2015 წლის თოყოტა ლანდ ცრუისერ 150, რომლის ღირებულებაც არის $48 500, სანაცვლოდ კი მას გადასცა 2008 წელს გამოშვებული, 25 000 ლარად შეფასებული Vოლკსწაგენ თოუარეგ. ფასთა შორის სხვაობა უნაღდო ანგარიშსწორებით დაიფარა.
„სახალხო დამცველს, 105 000 ლარიანი მანქანა უყიდია!
20 წლიანი პატიმრობა უნდა იყოს ასეთ საქციელზე! 105 ათას ლარად, რამდენიგაჭირვებული ოჯახი დაპურდებოდა?! რამდენიი?!"- წერს სოციალურ ქსელში ლატარია.