„სამი რამ მიკვირს ქვეყანაზე“, - წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პირველი: ინდოეთში, მატარებლის სახურავზე მგზავრები რომ გადაიჭედებიან, როგორ არ ვარდებიან ძირს.
მეორე: კამბოჯაში გაქანებულ მატარებელს როგორ ახტებიან ხელბარგიანი ქალები.
და, მესამე: რატომ სვამს ქობულეთის მოსახლეობა ამყაყებულ წყალს და პროტესტსაც არ გამოთქვამს?!“ - წერს მერაბ ბლადაძე.