logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება
- +

26 აპრილი. 2017. 13:05



პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უცხოელებზე მიწების გასხვისების თაობაზე „კვირის პალიტრასთან" საუბრობს.

 

სრული კონსენსუსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ვერ იქნება, მაგრამ 90%­ით ჩვენი პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით თანხვედრილია. ყოველი შემთხვევისთვის, იმათთან, ვისთანაც ამ თემაზე კომუნიკაცია გვქონია. ჩვენს ინიციატივაში გათვალისწინებულია, რომ საქართველოში სასოფლო­სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. არგუმენტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი იქნება: რა პირობებში, რა კრიტერიუმებით, რა არგუმენტებით, რა ინვესტიცია, რა დასაქმება, რა ტექნოლოგია და სხვ. ვფიქრობთ, მხოლოდ მთავრობას უნდა ჰქონდეს პრეროგატივა, რომ გამონაკლის შემთხვევებზე გადაწყვეტილება მიიღოს. მიწა არის ეკონომიკური აქტივი, რა თქმა უნდა, და ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ეს არანაირად არ უარყოფს ამას. მიწა ეკონომიკური აქტივია, ოღონდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს აქტივი ათვისებულ იქნეს ადგილობრივი შესაძლებლობებითა და რესურსით." - აცხადებს დანელია.


კითხვაზე - შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენა, დანელია აცხადებს, რომ დღეს არაერთგვაროვანია მიდგომა ამ საკითხის მიმართ.


დღეს მიწის გასხვისება ზოგჯერ ხდება, ოღონდ როგორც წესი, თან სდევს ვალდებულებები. თუმცა მიწის კონკრეტული ნაკვეთიდან, ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გადაწყდეს არა პრივატიზება, არამედ იჯარა. სწორედ ამაშია საქმე, რომ დღეს არაერთგვაროვანია მიდგომა ამ საკითხის მიმართ", - განაცხადა დანელიამ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს მოსაზრება, რომ მაშინ, როცა ბევრი სასოფლო­სამეურნეო მიწა დაუმუშავებელია და ხომ არ ჯობია, თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ და მათ დაამუშაონ, მოსავალი მოიყვანონ, რაც ადგილობრივ წარმოებას გაზრდის, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „პრობლემა სწორედ არამიზნობრიობაა - ადამიანს ნაყიდი აქვს სასოფლო­სამეურნეო მიწა, როგორც ინვესტიცია, და მასზე არანაირ სასოფლო საქმიანობას არ ეწევა".

 

მისი თქმით, მიწის გაყიდვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს.

 

ეს შეეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც თავის დროზე მიწა შეიძინეს. ხშირად ნანახიც არა აქვთ ეს მიწები, სად არის და რას წარმოადგენს. შესაბამისად, ეს არ არის სამართლიანი არგუმენტი. ეკონომიკური გუნდის ინიცირებულმა პროგრამებმა, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისა და მოქალაქეების მიწების მიმართ ინტერესი გაზარდა. ამიტომ ჯობს, დროულად და სწორად ჩამოვაყალიბოთ ეს პროცედურები. მიწის გაყიდვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner