logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: ისტორიული გადაწყვეტილება - უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა
- +

26 აპრილი. 2017. 14:25


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.


ახლახან ევროკავშირის საბჭომ ელჩების დონეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინისათვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე. უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე უნდა მიიღოს და პროცესი დასრულდება", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner