„2007 წელს საფრანგეთის „მწვანეებმა" შეგვატყობინეს, რომ სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს მართავდა ფრანგულ კონცერნთან, რომელსაც საქართველოში, კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონში, ჩერნობილის სიმძლავრის ატომური სადგური უნდა აეშენებინა", - განაცხადა „მწვანეთა პარტიის" ლიდერმა, პარლამენტარმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.
„ძალიან მეამაყება, რომ საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი ჩვენ დავწერეთ და მივიღეთ კიდეც შევარდნაძის დროინდელ პარლამენტში! მეტიც: იქ საგანგებოდ ჩავწერეთ, რომ საქართველოში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა აკრძალულია! მაგრამ, სააკაშვილის მმართველობისას ეს მუხლი ამოიღეს. ის საქართველოში ჩერნობილს გვიშენებდა! 2007 წელს საფრანგეთის „მწვანეებმა" შეგვატყობინეს, რომ სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს მართავდა ფრანგულ კონცერნთან, რომელსაც საქართველოში, კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონში, ჩერნობილის სიმძლავრის ატომური სადგური უნდა აეშენებინა! ჩვენ ამაზე დიდი ამბავი ავტეხეთ! 3-მილიარდევროიანი ინვესტიციით ამართლებდნენ ამ სიგიჟეს! კიდევ ის ჰქონდათ არგუმენტად, ფრანგები მაღალტექნოლოგიურ სადგურს ააშენებენ და ის აბსოლუტურად უსაფრთხო იქნებაო! ეს ხომ სისულელეა!" , - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.