„ბოკერიას სინდისი ოდნავ მაინც რომ აწუხებდეს, თავს მოიკლავდა, მაგრამ მისნაირებს ადრენალინი სწორედ მაშინ გამოეყოფათ, როდესაც ხალხი აფურთხებთ", - ამის შესახებ ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე „ასავალ-დასავალთან" საუბრობს. გახმაურებულ „ფოტოგრაფების საქმეს" გრიფი „საიდუმლო" მოეხსნა და მას სასამართლო განიხილავს. აბდალაძე აღნიშნულ საქმეში „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.
„ბოკერიას ალბათ, სურვილი აქვს, თავზე დავალეწო ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება, მაგრამ ვერ ეღირსება. საკმარისზე მეტი ფაქტია იმისთვის, რომ სიმართლე კანონის გზით დავუმტკიცო.