„რუსთავი 2"-ზე ბათუმის არეულობებისთვის ლანძღავენ ხელისუფლებას... და ისე გაერთნენ, ჩხვირკია პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. ვიღაცამ კი, ბარემ ბათუმის მერობაზე პრეტენზიაც დააანონსა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.
„საინტერესოა, ბათუმის არეულობები როგორ უნდა დამთავრებულიყო, „რუსთავი 2"-ს, ნაცებსა და კიდევ რაღაც პუსტა-პუსტა ორგანიზაციებს კმაყოფილება რომ გამოეთქვათ? ნაცურად, დაერბიათ, დაეწამლათ და დაეხოცათ მომიტინგეები? თუ საერთოდ გვერდზე გამდგარიყვნენ და მიეცათ ხულიგნებისთვის ქალაქი საჯიჯგნად? ჭრელო პეპელა", - წერს უძილაური.