logo_geo
eng_logo
საქართველო აღარაა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიოდნენ
- +

26 აპრილი. 2017. 16:35




გერმანიის შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულიდან საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 1.1% მოდის გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად აღარ მოხვდა იმ 25 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიოდნენ.


გერმანიის შსს-ს ინფორმაციით 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 6 მილიონს აღწევს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით სტატისტიკაში დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, გერმანიის პოლიციამ გასულ წელს ქართველების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის 6 ათასი ფაქტი აღრიცხა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner