გერმანიის შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულიდან საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 1.1% მოდის გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად აღარ მოხვდა იმ 25 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიოდნენ.
გერმანიის შსს-ს ინფორმაციით 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 6 მილიონს აღწევს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით სტატისტიკაში დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, გერმანიის პოლიციამ გასულ წელს ქართველების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის 6 ათასი ფაქტი აღრიცხა.