ავტორი სოფო ხუგოიანი
„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი „რეპორტიორთან“ საუბრობს, რომ რიგი სამინისტროების გაუქმება ურიგო არ იქნება. ასათიანის თქმით, ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად უწყებებს ექნებათ უფრო მკაფიო ფუნქციები და მათი მუშაობა მეტად დატვირთული იქნება.
„სამინისტროების შეკვეცა ქვეყანას სარგებელს მოუტანს როგორც ფინანსურად, ასევე ადმინისტრაციულად. უწყებებს ექნებათ უფრო მკაფიო ფუნქციები და მათი მუშაობა მეტად დატვირთული იქნება. მაგალითად, დიასპორა, ევროინტეგრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა შედიოდეს. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს ინიციატივა აუცილებლად უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.