თბილისში, კუტუზოვის (გამრეკელი) ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შუახნის მამაკაცი მე-7 სართულიდან დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გადმოვარდა.
ადგილზე ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.