logo_geo
eng_logo
მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა
- +

2 აპრილი. 2016. 18:45


თბილისში, კუტუზოვის (გამრეკელი) ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.


როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შუახნის მამაკაცი მე-7 სართულიდან დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გადმოვარდა.


ადგილზე ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner