logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: ნებით მე არ ვნებდები და ძალით არც ისეთი ადვილი გასაყვანი ვარ
- +

26 აპრილი. 2017. 18:48




პოლიტოლოგი გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ვამთავრებ, შიმშილობის ბოლო, მეათე დღეა. ათი დღეა წყლის მეტი პირში არაფერი ჩამიშვია. ერთი წლის წინ ჩატარებულ 40-დღიან შიმშილობასთან შედარებით, ეს დილის გასეირნებას ჰგავდა.

 

როგორ ვარ? აი ასე, სტამბოლის კაჟივით. რაც 14 წლისამ ტანვარჯიშს თავი დავანებე, შპაგატში არ ჩავმჯდარვარ და ახლა ისევ ვჯდები. ან ეს ჩემი ცოდვით სავსე ექიმები ცდებიან დიაგნოზში, ან მე არ ვარ მთლად ნორმალური. რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია - „რი გადავარდა, რა გადმოვარდაო", მეც ეგრე ვარ.

 

ერთი ვიცი - ნებით მე არ ვნებდები და ძალით არც ისეთი ადვილი გასაყვანი ვარ. მადლიერი ვარ ყოველი წუთისთვის, სიცოცხლე მშვენიერია!" - წერს გია მაისაშვილი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner