logo_geo
eng_logo
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

26 აპრილი. 2017. 19:21


ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


პროექტი ითვალისწინებს სოფელ მერიის ხიდიდან მდინარე ჭახვათას ხიდამდე გზის პროექტირება-რეაბილიტაციას;


სამუშაოებზე დასაქმებულია 30-მდე ადამიანი; პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება;


სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება;


ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოებს დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე გაეცნო.

 

„დაზიანებული გზის პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებდათ და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების მხრივ ექმნებოდათ, მოგვარდა. გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტის განხორციელებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მინდა, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასეთი მყისიერი რეაგირებისთვის", - განაცხადა გუბერნატორმა სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner