საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, უპილოტო საჰაერო ხომალდების (დრონების) ექსპლუატაციისა და რეგისტრაციის ახალი მარეგულირებელი ნორმები შეადგინა.
სააგენტოს ცნობით, მარეგულირებელი ნორმები 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია იმ უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება ხუთ კილოგრამს, სააგენტოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის გარეშე.
შესაბამისად, რეგულაციებში გაიწერა, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდი უნდა დარეგისტრირდეს იურიდიული პირზე ან იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. ასევე, წესების მიხედვით, დაუშვებელია მისი რეგისტრირება ერთზე მეტ პირზე.
რეგულაციები შეზღუდავს ფრენის სიმაღლესაც, კერძოდ, დაშვებული სიმაღლე - 400 ფუტი [122მ] გავრცელდება უპილოტო ხომალდების ექსპლუატაციაზე მხოლოდ ღია კატეგორიაში, შესაბამისად, მათი 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხმობის საფუძველზე (სპეციფიკური კატეგორია).
სააგენტოს განცხადებით, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის პირველი ნოემბრიდან, ხოლო სერტიფიცირების ნაწილი ამოქმედდება 2020 წლის პირველი იანვრიდან.
ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ საჰაერო ხომალდის მფლობელებსა და ოპერატორებს შეუძლიათ საბოლოო შენიშვნები და წინადადებები მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგინონ