logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: გუშინ ხრესილი, დღეს უკვე დიდგორი...
- +

27 აპრილი. 2017. 02:24



„დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ინტერნეტში ვერ მოვიძიე ფოტო და ჩემს ტყიბულელ მეგობრებს მინდა გთხოვოთ, სურათი გადაუღოთ სოფელ ხრესილთან აღმართულ საბრძოლო მემორიალის წარწერას და გამოფინოთ სოციალურ ქსელში! ყველანი ნათლად დაინახავთ ეპოქსიდით გადაშლილ წარწერას, რომელიც გადაშლამდე გვაუწყებდა რომ 1757 წელს მეფე სოლომონ პირველის თაოსნობით ქართულმა ლაშქარმა სძლია თურქ დამპყრობელს... და ახლა კი მომხდურის ვინაობა ერთი სიტყვითაა ჩანაცვლებული - „მტერს"! ეს მოხდა 2009 წელს ჩემი ინფორმაციით. ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი, ქ-ნი ელისო ჩაფიძე ამ ფაქტს დამიდასტურებს!

საქმე იქით მიდის,რომ ისტორიიის სახელმძღვანელოებშიც მალე გაქრება ქართულ მხარესთან დაპირისპირებულ ისტორიულ მტერთა ვინაობა! გუშინ ხრესილი, დღეს უკვე დიდგორი..." - წერს ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner